15:28 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-12 13:09:35, 2357 ნახვა

კომენტარი
კალაძე - ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული

„ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე შეფასებით, მსგავსი ტიპის ფაქტები არასასიამოვნოა და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„გამოძიება ყველაფერს დაადგენს. ჩემთვის ადამიანურად, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი და არასასიამოვნოა, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს აკავებენ. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს ფაქტი იმ ვითარებაში, როდესაც მთელმა გუნდმა, განსაკუთრებულად ბიძინა ივანიშვილმა, ყველაფერი გადადო გვერდით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, დანის პირზე გვიწევს სიარული. გახსოვთ რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღესაც ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა - არის ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ, ბევრი შეურაცხყოფა, შანტაჟი, მუქარებია. ამიტომ, როდესაც მსგავსი ტიპის ფაქტები ხდება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და არასასიამოვნოა. დაველოდოთ გამოძიებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სპეკულაციაა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

„შეეშვით ამ სულელურ სპეკულაციებს. არ მაინტერესებს თქვენი სპეკულაციები“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics