|
2015-02-18 10:34:07, 627 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: ამერიკული მხარე შეწუხებულია, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი "თავისუფალი დემოკრატების" წევრებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ განაცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანის წინასწარ პატიმრობაში ყოფნას დაეთმო. ალასანიას განმარტებით, ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ დაკავებულების საკითხი უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყდება. "ერთ-ერთი მთავარი რაც იყო განხილული, არის უკანონოდ დაკავებული 5 თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირი. ეს საკითხი, როგორც აგვიხსენეს, ყველა დონეზე მათ დააყენს. ისინი შეწუხებული არიან, რომ ისინი ჯერ კიდევ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში და გამოთქვეს იმედი, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხი დადბეითად იქნება გადაწყვეტილი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. თავად ვიქტორია ნულანდს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)