23:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-09 11:51:20, 829 ნახვა

პოლიტიკა
ხაეიშვილი - ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული

“ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი - ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველ დღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა

“ეს იყო მდინარაძესთან შეთანხმებული, მდინარაძე გახდა ახლა რკინის ხელი, ეს ფაფაცუა აბსოლუტური. დავალება მისცა, ახლა მიდით და დაამტკიცეთ, რომ კაცები ხართ, ოღონდ დაამტკიცეს, რომ აბსოლუტური ლაჩრები არიან. ქალბატონებს სცემდნენ, აფურთხებდნენ, ხელს ურტყამდნენ, ეს ცხადია იყო შეთანხმებული, შეთანხმების გარეშე იქ მილიციელები რომ იდგნენ, თავზე რომ დააფურთხეს იმათ, ვინმეს არ დააკავებდნენ? ცხადია დააკავებდნენ.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს იყო ივანიშვილის ისტერიკა. ეს გამოვლინებაა, ბოლო ჟამია, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ბოლო ჟამი დგას, შეუძლებელია ეს ქართველმა ხალხმა არ გამოიყენოს. დღეს, 20:00 საათზე მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა შეიკრიბოს და პასუხი უნდა იყოს, ცხადია, მშვიდობიანი - ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით ყოველ დღე და 4-ში საერთოდ თქვენ აღარ იქნებით," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics