|
2025-09-05 14:08:12, 2111 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი - ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დანაშაული ჩაიდინეს, სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინეს, დანაშაული ჩაიდინეს და სამართლიანად იხდიდნენ სასჯელს, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჯაფარიძის და ხაზარაძის შეწყალებით საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა. „ქვეყნის პრეზიდენტი საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდგა იმ პოლიტიკური მდგენელის გათვალისწინებით, რაც არჩევნებს უკავშირდება. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, არჩევნებიც ჩატარდება, მაგრამ იმისთვის, რომ თავიდან იყოს არიდებული ნებისმიერი სპეკულაცია და ნებისმიერ პროვოკაციას წერტილი დაესვას, პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა. ამ უსუსტეს პოლიტიკურ ძალას იმის თავიც არ აქვს, ყველა ოლქში შესაბამისი კანდიდატი წარადგინოს, მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ რაიმე რესურსი აქვთ, შეუძლიათ, ნაბიჯები გადადგან. ამ რადიკალურ პოლიტიკურ ძალას წარმატების მიღწევისთვის არანაირი ნიადაგი არ აქვს. რაც შეეხება ბულინგს და ნეგატიურ დამოკიდებულებას, რადიკალების დღის წესრიგი იმდენად ნეგატიურია, ერთმანეთის მიმართ იმდენად დიდ უპატივცემულობას გამოხატავენ და ისეთი რღვევაა დაწყებული კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“, რომ აქ გასაკვირი არაფერია. საკუთარ პარტიაშიც არ ერიდებიან ისეთ რეპლიკებს, რომელიც თვითონვე შეურაცხყოფს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)