|
2025-08-30 12:16:37, 1895 ნახვა
კომენტარი
ფაშინიანი- ვაშინგტონის დეკლარაციის გარშემო არსებითი განხილვები სექტემბრიდან დაიწყება
ვაშინგტონში 8 აგვისტოს, აშშ-ის შუამავლობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი დეკლარაციის შემდეგ, ამ საკითხზე არსებითი განხილვები არ გამართულა. „არმენპრესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „ძვირფასო კოლეგებო, ვაშინგტონში ხელმოწერილი სომხეთი-აზერბაიჯანი-აშშ-ის სამმხრივი დეკლარაცია დიდი დოკუმენტი არ არის. ეს მხოლოდ ხუთპუნქტიანი დოკუმენტია, სადაც ჩამოთვლილია ხუთი პრინციპი, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, იურისდიქცია, საზღვრების ურღვევლობა და ურთიერთობა. ვინც ამ ჩარჩოდან გასულ განცხადებებს აკეთებს, რეალობასთან კავშირი არ აქვს. ხოლო ამ ჩარჩოში არსებული ყველაფერი შეიძლება განიხილებოდეს და განხილვადი იქნება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს. „ჩვენ არაფერს განვიხილავთ, რადგან 8 აგვისტოს შემდეგ ამ თემაზე არსებითი განხილვა არ ყოფილა. სექტემბრიდან დავიწყებთ უფრო არსებით განხილვებს როგორც აშშ-სთან მათი ნაწილის მიხედვით, ასევე აზერბაიჯანთან მათი ნაწილის მიხედვით“, –
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)