|
2025-08-28 01:12:18, 1098 ნახვა
პოლიტიკა
Amnesty International NGO-ების ყადაღაზე: ოცნება მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს უწყობს
უფლებადამცველი ორგანიზაცია, Amnesty International 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით მოსახლეობის ადამიანის უფლებებს "საბოტაჟს თავად უწყობს" და ეს რეპრესია უნდა დასრულდეს. ამის შესახებ Amnesty International X-ზე წერს. "საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. ხელისუფლებამ 7 NGO-ს ანგარიშები დააყადაღა და აქციის მონაწილეებისთვის დამცავი აღჭურვილობის დაფინანსების ბრალდებით "საბოტაჟის" სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. წინა საქმეებისგან განსხვავებით ამას შესაძლოა NGO-ების ლიდერების დაკავება მოჰყვეს. დამოუკიდებელი NGO-ების "საბოტაჟის მონაწილეებად" შერაცხვით ხელისუფლება მათ მუშაობას ზღუდავს და ქვეყანაში სხვებს, ვინც ადამიანის უფლებებს იცავენ, გამყინავ გზავნილს უგზავნის. ადამიანის უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების სამუშაოსთვის ძირის გამოთხრით საქართველოს ხელისუფლება თავის მოსახლეობის ადამიანის უფლებებს საბოტაჟს თავად უწყობს. ადამიანის უფლებების ეს რეპრესია უნდა დასრულდეს". - წერს Amnesty International.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)