|
2025-08-24 13:58:19, 962 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი - უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ღმერთმა დალოცოს უკრაინა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში, დონალდ ტრამპის წერილს აქვეყნებს, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. "უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ხოლო თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრისთვის შთაგონების წყაროა. იცოდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი დამოუკიდებელი მომავლის". – წერია ტრამპის წერილში. წერილში ტრამპი ასევე წერს ომის დასრულების აუცილებლობაზე: "ახლა არის მომენტი, რომ დასრულდეს უაზრო მკვლელობები. აშშ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს, რომლებიც მიგვიყვანს გრძელვადიან მშვიდობამდე". უკრაინის პრეზიდენტი ტრამპს პოსტში მადლობას უხდის: "ძვირფასო აშშ-ს პრეზიდენტო, გმადლობთ, გულითადი მოლოცვისთვის. ვაფასებთ უკრაინელი ხალხის მისამართით წარმოთქმულ თბილ სიტყვებს. ასევე მადლობას გიხდით იმისთვის, რომ აშშ ეხმარება უკრაინას დაიცვას ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები: დამოუკიდებლობა, თავისუფლება და გარანტირებული მშვიდობა".
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)