|
2025-08-19 21:07:30, 2030 ნახვა
მსოფლიო
შვეიცარია პუტინს იმუნიტეტს მიანიჭებს, თუ ის ზელენსკისთან შეხვედრას დათანხმდება
შვეიცარია მზადაა, იმუნიტეტი მიანიჭოს რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს, თუ ის უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჩამოვა. ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგნაციო კასისმა განაცხადა, წერს Euractiv. აღნიშნულია, რომ შვეიცარია ვალდებულია დააკავოს პუტინი, რადგან საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მასზე ორდერი გასცა. მიუხედავად ამისა, კასისმა აღნიშნა, რომ გარკვეულ გარემოებებში რუს დიქტატორს შვეიცარიაში შესვლის უფლება მიეცემა. „გასულ წელს შვეიცარიის მთავრობამ განსაზღვრა იმუნიტეტის მინიჭების წესები იმ პირისთვის, რომლის მიმართაც საერთაშორისო დაპატიმრების ორდერია გაცემული. თუ ეს პირი სამშვიდობო კონფერენციაზე ჩამოვა, და არა პირადი მიზეზების გამო“, - განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. კასისმა დასძინა, რომ შვეიცარია სრულად მზადაა უმასპინძლოს პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას. მან ხაზი გაუსვა თავისი ქვეყნის მრავალწლიან გამოცდილებას ასეთი ღონისძიებების ჩატარებაში. თუმცა, კასისმა აღნიშნა, რომ რუსეთი „გაცივდა“ შვეიცარიის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა შეუერთდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. „მითხრეს, რომ მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ ევროპული სანქციები მიიღო, მათ, ბუნებრივია, შვეიცარიაში ამის გაკეთების სურვილი დაკარგეს“, - დასძინა მან. გამოცემამ გაიხსენა, რომ ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამიტის ჩატარების საკითხი წამოჭრა. მან შესთავაზა ასეთი შეხვედრის ორგანიზება ევროპაში, სავარაუდოდ, „ნეიტრალურ“ ქვეყანაში. „მე ჟენევაზე მოვითხოვ“, - განაცხადა მაკრონმა ფრანგული არხის LCI ეთერში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)