|
2016-03-22 13:19:43, 540 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა
საბურთალოს რაიონში გამწვანების აქცია გაიმართა. თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ნუცუბიძის N14ბ-ს მიმდებარედ ახლადმოწყობილ სკვერში კიპარისის ნერგები დარგეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ახლადგაშენებულ უბანში რამდენიმე მრავალბინიანი კორპუსის მცხოვრებლებმა სკვერისა და სათამაშო მოედნების მოწყობის თხოვნით თბილისის მერს დავით ნარმანიას გასულ წელს მიმართეს, თუმცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. მათივე ინფორმაციით, მერიასა და მესაკუთრეს შორის კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად, მიწის ნაკვეთი ადგილმონაცვლეობის პრინციპით, თვითმმართველის საკუთრებაში გადავიდა. „თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მსგავსი ტიპის სკვერების და პარკების მოწყობა. ეს სკვერი არის კერძო სექტორთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. აქ უნდა აშენებულიყო კორპუსი და მოსახლეობის მოთხოვნით მოხდა ადგილმონაცვლეობა და მოეწყო სკვერი. დღეს ამ სკვერში დაირგო ხეები. ეს არის თბილისის მერის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომელიც თბილისის შემოგარენში ერთი მილიონი ხის დარგვას ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. საბურთალოს რაიონის გამგეობამ საპროექტო სამუშაოები პროცედურების დასრულებისთანავე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დაასრულა. სკვერში კეთილმოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა საპარკე სკამები, სათამაშო და სპორტული ინვენტარი. დღეს კი სკვერში 20 ერთეული წიწვოვანი ნერგი დაირგო.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)