08:05 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 21:57:51, 1480 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - უკრაინაში ნატოს ჯარები არ იქნება

იმ დროს როდესაც ტრამპმა და ზელენსკიმ თეთრ სახლში შეხვედრა დაიწყეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ბრიტანეთის ხელისუფლება გააკრიტიკა, თუმცა ვაშინგტონის მიმართ უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა.

„ანკორიჯში რუსეთისა და აშშ-ის ხელმძღვანელობის მიერ უკრაინის გარშემო კონფლიქტის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მოგვარების, მათ შორის, მისი ძირეული მიზეზების აღმოფხვრის გულწრფელი სურვილის ფონზე, ლონდონიდან კვლავ ისმის განცხადებები, რომლებიც არა მხოლოდ მოსკოვისა და ვაშინგტონის ძალისხმევას ეწინააღმდეგება, არამედ აშკარად მათ ძირს უთხრის“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთი დაადანაშაულა „კონფლიქტში ფსონების მუდმივი აწევითა და ნატოს პარტნიორების სახიფათო ზღვარზე მიყვანაში, რომლის მიღმაც ახალი გლობალური კონფლიქტი არ არის შორს“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს არაერთხელ გაჟღერებულ პოზიციას ნებისმიერი სცენარის კატეგორიული უარყოფის შესახებ, რომელიც ნატოს ქვეყნების მონაწილეობით უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გამოჩენას ითვალისწინებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ზელენსკის და ტრამპის შეხვედრის ფონზე გაავრცელა, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხს წამოჭრის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics