|
2025-08-18 12:38:40, 1324 ნახვა
საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - BOG-ის და CNF -ის კამპანიაში Ford Mustang მონაწილეობს (რ)
9 დიდი ბრენდი, ერთი მიზანი - საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოუწოდებს ბრენდებს, რომლებსაც ლოგოში ცხოველი ან ფრინველის სიმბოლო აქვთ გამოყენებული, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით აქტივობებში და წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. კამპანიას უკვე 9 პარტნიორი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი GT Motors-ის პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდი Ford Mustang-ია. "ჩვენთვის პატივია ვიყოთ იმ კომპანიებს შორის, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას და გვინდა, ჩვენი მონაწილეობით სხვებსაც მივცეთ მაგალითი. თანაც როგორი საამაყოა, როცა ჩვენს შემთხვევაში ისეთ ბრენდებზე გვაქვს საუბარი როგორიც არის Jaguar და Mustang. ჩვენს პორტფელში შემავალი საერთაშორისო ბრენდების სიმბოლიკა სრულიად ორგანულად ეხმიანება კამპანიის მთავარ გზავნილს - მართალია, Jaguar-სა და Mustang-ს ბრენდებად ჩამოყალიბების სრულიად სხვადასხვა ისტორიები აქვთ, თუმცა მათ აერთიანებთ ის, რომ ორივე ბრენდი სიმბოლურად გადმოსცემს იმ ძალასა და ენერგიას, რომელსაც ადამიანი ბუნებიდან იღებს". - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. Ford Mustang-ის ბრენდის სიმბოლო მორბენალი ცხენია, რომელიც ავტომანქანის ღრმა ამერიკულ მემკვიდრეობას ასახავს და საკუთარ თავში თავისუფლების, მუდმივი მოძრაობის იდეას აერთიანებს. "საქართველოს ბანკის და CNF-ის კამპანია იდეალურად ეხმიანება იმას, რისიც ჩვენი გუნდის წევრებს ღრმად გვწამს - ის, რომ ბრენდის ძალა არ არის მხოლოდ ციფრებში გამოხატული ყოველწლიური შედეგები. GT Motors-ში სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ პასუხისმგებლობიანი ბიზნესი ყოველთვის სცდება კომერციულ ნაწილს და საზოგადოებისთვის ხდება მეტად ღირებული, დასამახსოვრებელი. ეს არის მადლიერების ის ფორმა, რომლითაც ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიან ბიზნესს გვაქვს საშუალება ბუნებას დავუბრუნოთ იმ სიკეთის მცირე ნაწილი, რომელსაც ის გვაძლევს. ბიზნესს დიდი ძალა აქვს და ამ საქმეში ერთი ძალიან პატარა აგურის დადებამაც კი შეიძლება განუსაზღვრელად დიდი სიკეთე მოიტანოს. ჩვენს შემთხვევაში კი მიგვაჩნია, რომ როცა ჩვენი ბრენდების მთავარი პათოსი მოძრაობაა, ჩვენი მიზანი სწორი გზით სვლა უნდა იყოს - სწორი გზა კი ნამდვილად ასეთ ინიციატივებზე გადის". - აღნიშნავს ელლა კამლაძე, GT Motors-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)