06:39 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-13 20:57:11, 1513 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ ალეკო ელისაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის მხარეს ბრძოლისთვის დაუსწრებლად 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა.  

ელისაშვილი დამნაშავედ სცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობას გულისხმობს.

რუსეთის გამოძიების მიხედვით, ელისაშვილი უკრაინაში შეიარაღებულ დაჯგუფებაში 2022 წლის მარტში გაწევრიანდა. გამოძიების მტკიცებით, ელისაშვილი რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ იღებდა მონაწილეობას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics