|
2016-03-22 10:37:57, 770 ნახვა
სამართალი
პროკურატურა გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ბრალდებულის, გიორგი დგებუაძის ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში ექსტრადირება საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით მოხდა. „გიორგი დგებუაძის მიმართ, რომელიც თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოებს და დატოვებული ჰქონდა ქვეყნის ფარგლები, ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა. ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, მისი დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით, მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ ორგანოებს და ძებნილი ბრალდებულის საქართველოში ექსტრადირების საკითხის დადებითად გადაწყვეტის მიზნით აქტიურად თანამშრომლობდა მათთან. პროკურატურის მოთხოვნის შედეგად, ნიდერლანდების სასამართლომ დასაშვებად ცნო გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადიცია. აღნიშნულის საფუძველზე ბრალდებული ექსტრადირებულ იქნა საქართველოში და ამჯერად საქმის სასამართლოში განხილვა გაგრძელდება მისი მონაწილეობით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2005 წლიდან გიორგი დგებუაძე იკავებდა შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობას, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას ბრძანებით დაინიშნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსად. გიორგი დგებუაძეს ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსთან დავით ახალაიასთან და ამავე დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, „ნავთლუღის“ ავტოსადგურში სამი ახალგაზრდის, შოთა გორგაძის, მარად ართმელაძისა და რომან სურმანიძის წინასწარ დაგეგმილ მკვლელობაში მონაწილეობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ პუნქტებითა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რასთან დაკავშირებითაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ დანაშაულში ჩართული სხვა თანამონაწილეების მიმართ უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)