|
2025-08-11 14:01:11, 2106 ნახვა
საზოგადოება
ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - Jagermeister-ი საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივის მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) კამპანია, რომელიც ბუნების დასაცავად შეიქმნა, უკვე 9 ბრენდს აერთიანებს, ერთ-ერთი მათგანი კი Jagermeister-ია. კამპანიის მიზანი შემდეგია - მოუწოდოს ყველა იმ ბრენდს, რომელიც საკუთარ ლოგოში ცხოველის ან ფრინველის ლოგოს იყენებს, წვლილი შეიტანოს ბუნების დაცვის პროცესში. “იეგერმაისტერი არის ბრენდი, რომლისთვისაც მდგრადობა (sustainability) არ არის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა, არამედ გრძელვადიანი ხედვა, რომელიც განსაზღვრავს როგორც ყოველდღიურ ოპერაციებს, ასევე სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი იდენტობა ყოველთვის ეფუძნებოდა პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას გარემოს, ადამიანებისა და საზოგადოებრივი სივრცის მიმართ. სწორედ ამიტომ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით იეგერი არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ახორციელებს, რომელთა შორის გარემოსდაცვითი პროექტები განსაკუთრებული პრიორიტეტით სარგებლობს. თუმცა საქართველოს ბანკის და CNF-ის ინიციატივა გამორჩეულია იმით, რომ ერთდროულად კრეატიული და ღირებულებით დატვირთულია. ეს კამპანია სიმბოლურად ეხმიანება ჩვენს ლოგოში გამოსახულ ირემს, მაგრამ ამავე დროს რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ბრენდის ღირებულებები და მდგრადობის პრინციპები შინაარსობრივად, ავთენტურად და ლოკალურად გამოვხატოთ”, - აღნიშნავს იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი ანი ლომინაძე. ინფორმაციისთვის, იეგერმაისტერის ლოგოზე გამოსახული ირემი დაკავშირებულია წმინდა ჰუბერტის ლეგენდასთან მონადირის შესახებ. წმინდა ჰუბერტუსის ლეგენდის თანახმად, ერთ დროს დაუნდობელ მონადირეს ტყეში მოევლინა ირემი, შუბლის შუაგულში გამოსახული ნათელი ჯვრით. ამ ხილვამ ჰუბერტუსში შინაგანი გარდატეხა გამოიწვია: მან ბუნებასთან ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობა გააცნობიერა და ცხოვრების დანარჩენი ნაწილი სწორედ ამ ღირებულებას მიუძღვნა. საბოლოოდ, ის მონადირეების მფარველ წმინდანად აღიარეს. იეგერმაისტერის დამფუძნებელმა, ქურთ მასტმა, ამ ლეგენდაში დაინახა ბრენდის ფილოსოფია - ბუნებასთან პასუხისმგებლობიანი მიდგომის მნიშვნელობა. შესაბამისად, ბრენდის ლოგო წარმოადგენს შინაგანი გარდატეხის, პასუხისმგებლობისა და ბუნების პატივისცემის სიმბოლოს. “ბუნება ყველასთვის საერთო რესურსია და მისი დაცვა თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ბიზნესებისა და ბრენდების საერთო პასუხისმგებლობაა. აქტიური ჩართულობა გარემოსდაცვით ინიციატივებში აჩვენებს, რომ ბრენდს აქვს გრძელვადიანი ხედვა და რეალურად ზრუნავს სოციალურ და გარემოსდაცვით მნიშვნელოვან საკითხებზე. ასეთი ნაბიჯები ამაღლებს თანამშრომლობის ეფექტურობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ერთად შევქმნათ უკეთესი და მდგრადი მომავალი”, - აღნიშნავს ანი ლომინაძე, იეგერმაისტერის ჯგუფის ბრენდ მენეჯერი. ინფორმაციისთვის, კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)