|
2025-08-10 23:05:01, 4211 ნახვა
კომენტარი
რუტე - უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება ტრამპ-პუტინის შეხვედრის შედეგის მიუხედავად
ნატოს წევრი ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების კოორდინირებულ ძალისხმევას, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შედეგის მიუხედავად. ამის შესახებ Clash Report-ის ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. მან დაარწმუნა, რომ ნატო უკრაინას მიაწვდის „ყველაფერს, რაც მას სჭირდება ბრძოლისა და საუკეთესო პოზიციაში ყოფნისთვის“, როდესაც ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მოლაპარაკებების დრო დადგება. რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი პუტინს ალასკაში „გამოცდის“ და უკრაინასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება არ იქნება. „პარასკევს პრეზიდენტი ტრამპი პუტინს გამოცდის... პარასკევს მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რამდენად სერიოზულია პუტინი. და ერთადერთი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, ტრამპია“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან დასძინა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები მასზე არ იქნება მიღებული. „საბოლოო შეთანხმება არ იქნება“, - თქვა რუტემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)