|
2025-08-08 12:14:38, 1442 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი- კობახიძემ კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე
“ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი კობახიძემ და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ 2008 წლის ომი დაიწყო “ნაციონალურმა მოძრაობამ”, რომელიც არ იყო დემოკრატიულად არჩეული და ხელისუფლებაში დარჩა გაყალბებული არჩევნების შედეგად, რასაც ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი გამოეხმაურა; ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით - “რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რადგან ყველამ კარგად იცით, რომ საქართველოს ჰყავდა კანონიერად არჩეული ხელისუფლება და იმხელა მხარდაჭერა , რაც მაშინ ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას, არ ვიცი თუ ჰქონია რომელიმე ხელისუფლებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ზოგადად ეს ბრალდება ვიცით კარგად რას ნიშნავს, რადგან კარგად ვიცით თუნდაც მილოშევიჩის რეჟიმის პირობებში რა ფასის გადახდა მოუწიათ სერბებს, ამიტომ ძალიან კარგად იცის საერთაშორისო სამართალი ამ კაცმა და კარგად იცის, რომ ქვეყანას ღალატობს და ქვეყნის ინტერესებს აყენებს უკანა პლანზე .” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)