|
2025-08-07 13:16:57, 1489 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა
აგვისტოს ომის ბიჭებმა აჩვენეს, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს - გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს. მანჯგალაძის თქმით, „ომი ჯერ არ დამთავრებულა და მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა“. „აგვისტოს ომის გმირები - ბიჭები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლით შეინარჩუნეს იდეა, რასაც საქართველო ჰქვია. ისინი ცოცხალი მტკიცებულებები არიან იმისა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია თავდადებით შეაჩეროს იმპერია, როცა ზურგს ერის სიყვარული უმაგრებს. გმირობა ჩვენთვის მხოლოდ წარსულის ხსოვნა არ არის, ის გადარჩენის ფორმულაა მომავალშიც. სამწუხაროდ, ეს ომი ჯერ არ დასრულებულა. მტერმა მხოლოდ სახე და ფორმა შეიცვალა. ბიჭების ხსოვნა მაშინ ცოცხლობს, როცა შენით ხარ სწორ ადგილზე და არ ელოდები სხვის მითითებას. ხმაურის გარეშე. ზედმეტი სიტყვების გარეშე. სადაც ხარ, იქ იცავ შენს წილ საქართველოს. დიდება გმირებს. დიდება საქართველოს. ძალა ერთიანობაშია და არა ერთმანეთის გლეჯაში“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)