|
2025-08-06 22:25:00, 1583 ნახვა
პოლიტიკა
სახ.დეპი ამაღლობელზე: გვაშფოთებს მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების შევიწროება
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ხელისუფლების ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ფორმულას მიერ დასმულ შეკითხვას მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში საქართველოს ახალი ელჩის, თამარ ტალიაშვილის დანიშვნის მიუხედავად, ვაშინგტონის პოზიცია კვლავ კრიტიკულია. სახ.დეპში ასევე განაცხადეს, რომ ახალ კანონებში შეტანილ ცვლილებებს "ქართული ოცნების" მთავრობა, მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს, რითაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით. ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - აცხადებენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. მზია ამაღლობელს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა დღეს მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)