|
2025-08-06 11:04:05, 2097 ნახვა
მსოფლიო
ალიევი და პაშინიანი ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ - ორივე აშშ-ში არიან
სომხეთის მთავრობის ტელეგრამ-არხზე 6 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 7-8 აგვისტოს შედგება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში. სომხეთის მთავრობის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანი დონალდ ტრამპს შეხვდება შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. სომხეთის მთავრობის ცნობითვე, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამმხრივი შეხვედრაც, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ. გამოცემა Washington Post-ის ცნობით, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)