|
2025-08-01 17:57:35, 3468 ნახვა
ეკონომიკა
Flitt პირველი ფინტექ კომპანიაა საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატი მიიღო
თიბისის წევრი ფინტექ კომპანია Flitt პირველია საქართველოში, რომელმაც Visa-ს სრული გადახდის ფასილიტატორის (PayFac) სერტიფიკატი მიიღო. Visa-ს სრულ PayFac სერტიფიკატს იღებენ მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც აკმაყოფილებენ კომპანიის მაღალ ტექნიკურ, იურიდიულ და ფინანსურ მოთხოვნებს. ასეთი კომპანიების გადახდების პლატფორმა უნდა იცავდეს PCI DSS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს, ეფექტურად მართავდეს რისკებს და უზრუნველყოფდეს მომხმარებლის მონაცემთა დაცვას. აღნიშნული სერტიფიკატით, კომპანია აღიარებულია, როგორც დამოუკიდებელი გადახდების ოპერატორი Visa-ს გლობალურ ქსელში და აღარ არის უბრალოდ შუამავალი. მას შეუძლია მართოს გადახდების პროცესი დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე შეზღუდვის გარეშე. ასევე, მოემსახუროს ბიზნესების კიდევ უფრო ფართო სპექტრს და არსებულ მერჩანტებს შესთავაზოს გადახდების მიღების უფრო სწრაფი, მარტივი და ტექნოლოგიურად გამართული პროცესი. Flitt მერჩანტებს სრულად ონლაინ, რამდენიმე წუთში არეგისტრირებს და მათ გადახდების მიღების დაწყება დარეგისტრირებისთანავე შეუძლიათ. სერტიფიცირების პროცესის ფარგლებში, Flitt-მა გაიარა რამდენიმე კრიტიკული მიმართულების დეტალური შემოწმება და შეფასება, რომელიც მოიცავდა: ტექნიკური უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება, მათ შორის PCI DSS მოთხოვნებთან; კომპანიაში არსებული რისკების მართვის ჩარჩოს და პროცედურების ეფექტიანობის შეფასებას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის (AML) პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მერჩანტთა რეგისტრაციის და ტრანზაქციების მონიტორინგის ეფექტიანობას. აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა ადასტურებს Flitt-ის პროცესების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან და Visa-ს მოთხოვნებთან. სერტიფიცირების შედეგად, Flitt-ს უკვე აქვს შესაძლებლობა:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი კომპანიისთვის. მიუხედავად იმისა, რომ Flitt ახალია, ჩვენ შევძელით პირველებს მიგვეღო ეს სერტიფიკატი საქართველოში, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ფინანსური სერვისები სიმარტივისა და ინოვაციურობის გარდა არის უსაფრთხო და სანდო” ,- გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CE0. Visa-ს სრული PayFac სერტიფიკატის მიღებით, Flitt კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს იმ მიმართულებით, რომ ფინანსური ტექნოლოგიებით უპასუხოს მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებს და გაამარტივოს გადახდების გამოცდილება ქვეყნის მასშტაბით. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, კომპანია მუდმივად მუშაობს ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და მაღალი სტანდარტებით იცავს უსაფრთხოების და სანდოობის კრიტერიუმებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გადახდების სერვისის მომწოდებლებისთვის.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)