03:38 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-22 23:24:05, 2661 ნახვა

მსოფლიო
აშშ იუნესკოდან გადის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აშშ იუნესკოს ტოვებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულეს, იუნესკოდან გასვლის შესახებ აცნობა.

„იუნესკოს საქმიანობაში მონაწილეობის გაგრძელება არ შედის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში. „იუნესკო ხელს უწყობს გამყოფ კულტურულ და სოციალურ იდეებს, ზედმეტად უსვამს ხაზს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს უწყობს გლობალისტურ და იდეოლოგიურ პროპაგანდას საერთაშორისო განვითარების სფეროში, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეერთებული შტატები იუნესკოდან ოფიციალურად 2026 წლის 31 დეკემბერს გავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics