|
2025-07-22 01:10:34, 2496 ნახვა
მსოფლიო
პოლონეთში ბოლო 10 წლის განმავლობაში ევროპაში ყველაზე დიდი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს
პოლონეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროსთან, ქვეყნის უდიდესი ნავთობის საბადო აღმოაჩინეს, განაცხადა Central European Petroleum (CEP), რომელიც ფლობს და მართავს ვოლინის კონცესიას პოლონეთის ჩრდილო-დასავლეთში. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სვინოუისცესთან ახლოს მდებარე Wolin East 1 (WE1) ჭაბურღილი პოლონეთში ყველაზე დიდი ცნობილი ტრადიციული ნახშირწყალბადის წყაროა და ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში აღმოჩენილ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნავთობის საბადოს წარმოადგენს. CEP-ის წინასწარი შეფასებით, საბადო შეიცავს 22 მილიონ ტონა ნედლი ნავთობისა და კონდენსატის რეზერვს, ასევე 5 მილიარდ კუბურ მეტრ კომერციული ხარისხის ბუნებრივ აირს. საერთო ჯამში, კონცესიის ტერიტორიაზე, რომელიც 593 კვ. კმ-ს მოიცავს, შეფასებით, 33 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი და კონდენსატი, ასევე 27 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ინახება. პოლონური გამოცემა TVP-ის ცნობით, ახალი საბადო პოლონეთის ნავთობის ამჟამინდელ სავარაუდო მარაგს გააორმაგებს, რომელიც 2023 წლისთვის დაახლოებით 20.2 მილიონ ტონად იყო შეფასებული. CEP-ის აღმასრულებელი დირექტორის, როლფ სკაარის თქმით, ახალი საბადოების აღმოჩენა „ისტორიული მომენტია“. „ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ პროექტის სწრაფი, ტექნიკურად ეფექტური განხორციელება ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების შესაბამისად“, - განაცხადა მან. „ვოლინ-ისტის ნახშირწყალბადების საბადოს აღმოჩენამ შესაძლოა პოლონეთში ნახშირწყალბადების მოძიების ისტორიაში გარღვევა გამოიწვიოს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც ჯერ კიდევ საკმარისად არ არის შესწავლილი“, - განაცხადა პოლონეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და მთავარმა გეოლოგმა კშიშტოფ გალოშმა. მან აღნიშნა, რომ საბადოების ექსპლუატაციაში გაშვება ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და შეამცირებს მის დამოკიდებულებას ნახშირწყალბადების გარე მომწოდებლებზე. „Central European Petroleum Ltd.“ — ნორვეგიელი ინვესტორების მიერ კონტროლირებადი კანადური კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად ევროკავშირში, განსაკუთრებით გერმანიაში, ნახშირწყალბადების მოსაძიებლად შეიქმნა, აღნიშნავს „Euronews“.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)