|
2025-07-16 13:39:15, 4841 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა - ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის სანქციებს ივანიშვილზე
“ბრიტანეთი სერიოზულად განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის სანქციებს ივანიშვილზე — ეს არ არის მოულოდნელი, რადგან ლონდონი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ თინა ბოკუჩავას განცხადებით - “გაერთიანებული სამეფოს ევროპის მინისტრის სტივენ დაუტის ეს პასუხი მოჰყვა ბლეკ მაკდაუერის კითხვას, რომელიც არის პარლამენტის წევრი დიდ ბრიტანეთში თემთა პალატაში, რომელსაც ჩვენც შევხვდით, როდესაც ვიმყოფებოდით დიდ ბრიტანეთში ცოტახნის წინ . ეს არ არის მოულოდნელი, რადგან გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში არის ძალიან მაღალი ინტერესი იმაზე, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას, ხოლო არც პასუხია მოულოდნელი, რომ მინისტრი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დააბრუნებს და იმას, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული სამეფო განიხილავს ყველა ზომის გამოყენებას, მათ შორის პერსონალურ სანქციებს ივანიშვილზე იმისთვის, როკ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი. კარგად რომ გვესმოდეს, ევროკავშირისგან განსხვავებით დიდ ბრიტანეთს არ სჭირდება არცერთი სხვა სახელმწიფოს თანხმობა, მას თავად შეუძლია რომ მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, ივანიშვილი ვერც ორბანს და ვერც პუტინს ვერ გამოიყენებს ამ გადაწყვეტილების შესაჩერებლად. დიდი ბრიტანეთი სწორედ ივანიშვილს, მის გარემოცვას, ბიზნესმენს დაასანქცირებს და არა ქართველ ხალხს, ტარგეტირება იქნება მხოლოდ ივანიშვილზე და მის გარემოცვაზე.” განაცხადა თინა ბოკუჩავამ
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)