|
2025-07-15 21:46:36, 5548 ნახვა
კომენტარი
პუტინმა ტრამპის ულტიმატუმი უარყო და უკრაინაში ახალი ესკალაციისთვის ემზადება
დონალდ ტრამპის მუქარამ, რომ რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნებისთვის 100%-იანი ტარიფები დააწესოს და 50-დღიანმა ულტიმატუმმა ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით, რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის აზროვნება ვერ შეცვალა. ვლადიმერ პუტინს არ ეშინია აშშ-ის მიერ სანქციების გამკაცრების პერსპექტივის და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ომი მანამ, სანამ დასავლეთი არ დათანხმდება მის შეთანხმების პირობებს, განუცხადა „როიტერსს“ კრემლთან დაახლოებულმა სამმა წყარომ. ისინი აცხადებენ, რომ პუტინის ტერიტორიული პრეტენზიები შესაძლოა გაფართოვდეს, რადგან რუსული ჯარები, რომლებიც უკვე აკონტროლებენ უკრაინის ტერიტორიის მეხუთედს, წინ მიიწევენ. „როიტერს“ ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ ბრძოლის ველზე ახალი ესკალაცია მომდევნო თვეებშია შესაძლებელი. კიდევ ორმა წყარომ განაცხადა, რომ პუტინს შეუძლია ბრძოლა მანამ, სანამ უკრაინის თავდაცვის სისტემა არ დაინგრევა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლური დაზვერვის შეფასებით, დანაკარგები მილიონობით დაღუპულსა და დაჭრილს შეადგენს. „რუსეთი უკრაინის სისუსტის გათვალისწინებით იმოქმედებს“, - განუცხადა როიტერს ერთ-ერთმა წყარომ. მისი თქმით, პუტინს შეუძლია შეტევის შეჩერება, თუ ის ოთხივე ანექსირებულ რეგიონზე სრულ კონტროლს აიღებს და უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობას წააწყდება. თუ ფრონტი დაინგრევა, „დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ხარკოვისთვის კიდევ უფრო დიდი ბრძოლა დაიწყება“, - თქვა წყარომ. პუტინი კვლავ მოითხოვს იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, რომ მის მიერ დაკავებული ტერიტორიები აღიარებული იქნება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შემცირდება და ქვეყნის რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იქნება. „როიტერს“ წყაროების ცნობით, ის მზადაა, განიხილოს კიევის უსაფრთხოების გარანტიები მსოფლიო ძალებისგან, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი, თუ როგორ შეიძლება ეს გარანტიები იმუშაოს. „პუტინი თვლის, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარების პირობებზე მასთან სერიოზულად არავის უსაუბრია, მათ შორის ამერიკელებსაც. ამიტომ, ის გააგრძელებს მანამ, სანამ სასურველს არ მიიღებს“, - განაცხადა სააგენტოს წყარომ. ამავდროულად, „როიტერის“ წყაროების ცნობით, პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ ეკონომიკურადაც, რადგან ქვეყანაში ბომბებისა და ჭურვების წარმოება უფრო მაღალია, ვიდრე ნატოს ყველა ქვეყნის ერთად აღებული წარმოების.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)