|
2025-07-07 16:29:36, 1079 ნახვა
პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით თვითმკვლელობის მცდელობამდე რიჟვაძემ წერილი დაწერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც სამედიცინო პერსონალმა მის ტანსაცმელში იპოვა. მასში რიჟვაძე რამდენიმე საკითხზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის იმ ფაქტზე, რომ მას კორუფციასა და ნარკოდილერების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოჯახის დაცვის თხოვნით მიმართავს. რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მისი ყველა თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა „მისი ბრძანებით მოქმედებდა“. ყოფილი ჩინოვნიკი მადლიერებითა და დადებითად საუბრობს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც თვითმკვლელობა სცადა. დავამატებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საგარეჯოს (კახეთის რეგიონი) გეოჰოსპიტალში მოათავსეს, საიდანაც ის თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ რიჟვაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაეწია: ყოფილ პოლიტიკოსს ფილტვი აქვს დაზიანებული, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება დაწყებულია.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)