18:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-06 22:59:57, 1731 ნახვა

პოლიტიკა
ვანო თარხნიშვილს კრიმინალი ტიტუშკები თავს დაესხნენ

სამთავრობო პროპაგანდა ავრცელებს ვიდეოს, რომელსაც ვანო თარხნიშვილის ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილე პირი იღებს. ვიდეოში მას ერთი მამაკაცი ურტყამს.

დღეს დილით, ვანო თარხნიშვილმა ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში ის თავდასხმის სავარაუდო მიზეზებზე ყვება. 

"სავარაუდოდ, იანვარში ფაბში ოლეოლა რომ ვიმღერე, ეს "დაქირავებულები" მეც დამხვდნენ სახლთან ბოლოს და ბოლოს" - წერს თარხნიშვილი. 

ვიდეოში თავდამსხმელი მას "ბარში გინებას" უხსენებს და ურტყამს.

ვიდეო სწრაფად აიტვირთა სამთავრობო პროპაგანდასთან აფილირებულ ფეისბუქ ჯგუფებში და გამოქვეყნდა პროპაგანდისტულ მედია პოსტივიზეც. 

ტაბულა აღნიშნულ ვიდეოს შეგნებულად არ აქვეყნებს. 

შეგახსენებთ, რომ თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დაქირავებული არაფორმალების მეშვეობით თავს ესხმოდა ოპონენტებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს.

ადამიანებს ორგანიზებული ჯგუფები ხვდებოდბენ სადარბაზოებთან, ქუჩაში, ეზოებში. რამდენიმე ათეული პირი თავს ესხმოდა პოლიტიკური პარტიების ოფისებსაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics