|
2025-07-04 21:05:53, 1524 ნახვა
ეკონომიკა
Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს
მეტი სარგებელი თითოეულ კილომეტრში – „თეგეტა“ ავტოპარკის მართვაზე მიდგომას ცვლის და ბიზნესს საშუალებას აძლევს რესურსები უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს. Price Per Kilometer – „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში კომპანია კორპორაციულ მომხმარებელს საბურავების შერჩევისას ახალ საფასო მოდელს სთავაზობს, რა დროსაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. ეს ნიშნავს, რომ საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსს წარმოადგენს. ხარჯთეფექტურობის ფორმულა კომპანიამ ამჯერად სატვირთო და დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე გამოთვალა. ნიკოლოზ მამუკაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების უფროსი ოფიცერი, PPK პროექტის ხელმძღვანელი: „ჩვენი მიდგომა ფოკუსირებულია რეალურ დანახარჯებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს არა ყველაზე იაფი, არამედ ყველაზე ეფექტიანი გადაწყვეტილება, გრძელვადიან პერსპექტივაში. პრემიუმ ბრენდის პროდუქციის (საბურავის) გამოყენების შემთხვევაში ავტომობილს აქვს გაუმჯობესებული მართვადობა, მცირდება სამუხრუჭე მანძილი, მეტად დაცულია სატრანსპორტო საშუალების სავალი ნაწილი. დაბალი ცვეთა და ტექნიკური ხარვეზების შემცირება კი, თავის მხრივ, ნაკლებ სერვისს მოითხოვს, უზრუნველყოფს მეტ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რაც სატვირთო და კომერციული ავტოპარკის მფლობელებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ხაზგასასმელია, რომ ინოვაციური ტექნოლოგიებით წარმოებული პრემიუმ საბურავები საწვავის მოხმარებას 3-5%-ით ამცირებს. ჩვენი გზავნილი მკაფიო და მარტივად დათვლადია – პრემიუმ ხარისხის საბურავი არა ზედმეტი ხარჯი, არამედ ფინანსური რესურსის რაციონალურად გამოყენების წინაპირობაა“
ჰოლდინგში აცხადებენ, რომ PPK ფორმულა ყველა იმ პრემიუმ ბრენდის პროდუქციას ერგება, რომლებსაც „თეგეტა“ ოფიციალურად წარმოადგენს, მათ შორისაა Bridgestone, Michelin, Continental თუ Pirelli. პროცესს უშუალოდ „თეგეტა“ წარმართავს პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერით. გამოთვლის მიმდინარეობა მარტივი და აბსოლუტურად გამჭვირვალეა: საბურავის მონტაჟის პროცესში „თეგეტა მოტორსის“ გუნდი დეტალურად ინიშნავს სატვირთო ავტომობილის მონაცემებს, მათ შორის, გარბენს. ამის შემდეგ იწყება ყოველთვიური მონიტორინგი. ინტენსიურად მოწმდება მაჩვენებლების ცვლილება, რაც საბურავის ექსპლუატაციის ვადის ამოწურვამდე გრძელდება. შემდგომ საავტომობილო პროდუქტის (საბურავის) ღირებულება იყოფა განვლილ მანძილზე და დგინდება ფასი ერთ კილომეტრზე, რაც გაწეულ ხარჯებზე ნათელ სურათს იძლევა. კომპანიაში ამბობენ, რომ შედეგებზე სრულ პასუხისმგებლობას იღებენ და უზუსტობის შემთხვევაში კონკურენტულ ბრენდებთან სხვაობის ასანაზღაურებლადაც მზად არიან. კომპანია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომას. ბიზნესის მხარდაჭერის ფარგლებში შემუშავებული ეს მოდელი არა მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღებას, არამედ გამართული ავტოპარკის მეშვეობით, მომხმარებლისთვის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასაც ისახავს მიზნად.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)