12:29 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-01 21:25:33, 1588 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს, სავარაუდოდ, კომპანიის დახურვა და სახლში დაბრუნება მოუწევს

სუბსიდიების გარეშე ილონ მასკს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

“ილონ მასკმა, მანამდე, ვიდრე მყარად დამიჭერდა მხარს, როგორც პრეზიდენტს, იცოდა, რომ “ელექტრომობილების მანდატის” ძლიერი მოწინააღმდეგე ვიყავი. ეს სასაცილოა, და ყოველთვის ჩემი კამპანიის დიდი ნაწილი იყო. ელექტრომობილები კარგია, მაგრამ ყველას არ უნდა დავაძალოთ მისი ქონა. ილონი შეიძლება უფრო მეტ სუბსიდიებს იღებდეს, ვიდრე ნებისმიერი ადამიანი ისტორიაში, დიდი სხვაობით, და სუბსიდიების გარეშე ილონს სავარაუდოდ კომპანიის დახურვა და სახლში, სამხრეთ აფრიკაში, დაბრუნება მოუწევს. აღარავითარი რაკეტები, სატელიტები, ან ელექტრომობილების წარმოება და ჩვენი ქვეყანა ბევრს დაზოგავს. შეიძლება, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) კარგად უნდა შეხედოს ამას? - დიდი თანხა დაიზოგება!!!”, - წერს ტრამპი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რუსეთი ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics