|
2025-07-01 16:20:07, 1069 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ბაქოში ჟურნალისტების დაკავება რუსეთ-აზერბაიჯანის შორის ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ბაქოში ჟურნალისტების დაკავება ზოგადად მიღებულ ნორმებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების სულისკვეთებას არ შეესაბამება. “რა თქმა უნდა, მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ასეთი ზომები აბსოლუტურად არ შეესაბამება ზოგადად მიღებულ წესებსა და ნორმებს და რა თქმა უნდა, არ შეესაბამება რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების სულისკვეთებასა და ხასიათს”, - განაცხადა პესკოვმა „სპუტნიკ აზერბაიჯანისა“ და Ruptly-ს თანამშრომლების დაკავებაზე საუბრისას. მისი თქმით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქოს უკიდურესად ემოციურ რეაქციას პირდაპირი კომუნიკაცია ჩაანაცვლებს, რომლის დროსაც დასმულ კითხვებზე პასუხები გაეცემა. „გვჯერა, რომ ეს ემოციური, უკიდურესად ემოციური რეაქცია ჩანაცვლდება პირდაპირი კომუნიკაციით, რომლის დროსაც პასუხები გაეცემა ყველა დასმულ კითხვას“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)