14:56 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-19 22:07:59, 761 ნახვა

სამართალი
გიგაური კადრებზე: ჩვენ შორის ვართ იმ აზრისგან, რომ ეს დამკვეთები იყვნენ უბრალო პირები

ჩვენ შორის ვართ იმ აზრისგან, რომ ეს დამკვეთები იყვნენ უბრალო პირები - ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა "რუსთავი 2-ის" პირდაპირ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილი იმ ჯგუფების მიმართ იყო, რომლებმაც მოახდინეს ამ კადრების გავრცელება.

"ჩვენი მთავარი გზავნილი იყო იმ ჯგუფების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ამ კადრების გავრცელება, რომ ისინი იმ მიზანს, რა მიზანიც მათ გააჩნიათ, რომ ქვეყანში ფაქტობრივად ტოტალური შანტაჟი და ზეწოლა მოხდინონ, ვერ მიაღწევენ," - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაური  იქვე აცხადებს, რომ პირველი მოთხოვნა იყო ფაქტების გამოძიება და მასში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა.

მისვე თქმით, მსგავს დანაშაულებრივ ფაქტებზე აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი ორგანო ახორციელებდეს გამოძიებას.

ეკა გიგაური იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდება ფაქტების გამოძიება, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე საუბრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics