12:29 - 18 Aug, 2026
|
2025-07-01 09:51:43, 1025 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის ქალაქებში - სარატოვსა და ენგელსში აფეთქებებია; ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის ფედერაციის ქალაქებში, სარატოვსა და ენგელსში, დღეს დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, - ინფორმაციას „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. ასევე, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების ცნობთ, 16 უპილოტო საფრენი აპარატი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 5 - კურსკში, 4 - სარატოვში, 2 - ბელგოროდის ოლქში, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებში კი - თითო-თითო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)