|
2025-06-30 21:32:19, 1249 ნახვა
პოლიტიკა
8 ოპოზიციური პარტია უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე
8 ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და უარს ამბობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. შესაბამისი განცხადება ოპოზიციური პარტიების სახელით „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან წაიკითხა. განცხადებას უერთდება: "თავისუფლების მოედანი"; "დროა"; "გირჩი-მეტი თავისუფლება"; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"; "სტრატეგია აღმაშენებელი"; "ევროპული საქართველო"; "ახალი"; "ფედერალისტები". ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებულ რეალობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება მოქალაქეების ინტერესებს და მხოლოდ "ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს". 8 ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ გამარჯვების გზა "რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის" და საქართველოს მოქალაქეებთან ერთად საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას აგრძელებს. "ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ: უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს; ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული. გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას. ბოლომდე!" , - აღნიშნულია განცხადებაში.
„ხინკლის სახლი“ კვების მენიუში მომხმარებელს საქონლის საბოლოო ფასის შესახებ სრულ ინფორმაციას არ აწვდიდა
იაროსლავში დრონებით თავდასხმა მოხდა
მხედარმა, თათული ვაჩაძემ, საქართველო მაროკოში გამართულ საერთაშორისო მშვიდობის მარშზე წარადგინა
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
|
რედაქტორის რჩევით
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)