|
2016-03-19 17:52:15, 771 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დილრაბო ასლანოვა დამნაშავედ სცნო. დანაშაული გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით. „სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ დილრაბო ასლანოვამ 2013 წლის აგვისტოში, უზბეკეთიდან საქართველოში, მოტყუებით, თითქოსდა დასაქმების პირობით უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ტ. ჩამოიყვანა. ბრალდებული მ.ტ-ს პირდებოდა, რომ ქალაქ ბათუმში ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მედდად დაასაქმებდა, სადაც ხელფასის სახით 500 აშშ დოლარს გადაუხდიდნენ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დილრაბო ასლანოვამ მ.ტ-ს ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ძალადობით, შანტაჟითა და იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და განახორციელა მისი პროსტიტუციაში ჩაბმა და სექსუალური მომსახურების იძულებით გაწევა 2013 წლის აგვისტოდან - ნოემბრამდე. დილრაბო ასლანოვა ბრალდებულის სახით 2015 წლის 29 ივნისს იქნა დაკავებული. მოსამართლემ მას ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)