|
2025-06-28 23:33:25, 5713 ნახვა
სხვადასხვა
ბუდაპეშტში კობახიძის მეგობრის ურბანის აკრძალვის მიუხედავად, ლგბტ პრაიდი გაიმართა
შაბათს, 28 ივნისს, ბუდაპეშტის ცენტრალური ნაწილის ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ყოველწლიურ ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობაზე, პოლიციის ოფიციალური აკრძალვისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად. პრაიდის აღლუმის ორგანიზატორებმა წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა გამოაცხადეს. „ჩვენი შეფასებით, 180 000-დან 200 000-მდე ადამიანი მოვიდა“, - განუცხადა AFP-ს ბუდაპეშტის პრაიდის პრეზიდენტმა ვიქტორია რადვანიმ და აღნიშნა, რომ ზუსტი შეფასების მიცემა რთულია, „რადგან ბუდაპეშტის პრაიდზე ამდენი ადამიანი არასდროს ყოფილა“. ქვეყნის კონსერვატიულმა ხელისუფლებამ მაისში მიიღო კანონი „ბავშვთა დაცვის შესახებ“, რომელიც კრძალავს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამოვლენას. ახალ კანონზე დაყრდნობით, პოლიციამ აკრძალა პრაიდი, თუმცა ბუდაპეშტის ოპოზიციონერმა მერმა, გერგელი კარაჩონიმ, განაცხადა, რომ ღონისძიებას მერია ორგანიზებას გაუწევდა, როგორც მუნიციპალურ ღონისძიებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის პოლიციის თანხმობა არ იქნებოდა საჭირო. მან დაარწმუნა, რომ მონაწილეებს სანქციები არ დაეკისრებათ. ორბანი „სამართლებრივი შედეგების“ შესახებ აფრთხილებს ღონისძიებას, სხვებთან ერთად, ევროპარლამენტის რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები და ევროკავშირის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსვლელობის მარშრუტის გასწვრივ მემარჯვენე კონტრდემონსტრანტები ქრისტიანული სიმბოლოებითა და ბანერებით მსვლელობის წინააღმდეგ ჩადგნენ რიგში. პრაიდის დაწყებამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორბანის მთავრობას მოუწოდა, არ დაბლოკოს მსვლელობა. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა სთხოვა მას, „თავი შეიკავოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში ჩარევისგან“. 28 ივნისს პრაიდის აღლუმები არა მხოლოდ ბუდაპეშტში, არამედ სხვადასხვა ქვეყნის მრავალ სხვა ქალაქშიც გაიმართა. მიუნხენში პოლიციის ცნობით, აქციაზე 20 000 მონაწილე და დაახლოებით 230 000 მაყურებელი იმყოფებოდა. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ლგბტქ თემის უფლებების მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, იტყობინება AFP.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)