23:45 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 16:52:05, 733 ნახვა

პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - საქართველო არის წარმატებული, უსწრებს ბევრ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას

ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, უსწრებს ბევრ  წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას ევროკავშირისა და მსოფლიოში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, პროგრესის არდანახვა შეუძლებელია.

„პროგრესი არის აშკარა, რომლის არდანახვა შეუძლებელია, თუკი მოვლენების ობიექტური აღქმა აქვს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, საქართველოს აქვს კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით. ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის და  დროა, გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა, მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics