13:15 - 18 Aug, 2026
|
2025-06-27 16:49:10, 966 ნახვა
მსოფლიო
რუსეთსა და საქართველოს საზღვარს შორის ჩარჩენილი უკრაინელების მოლდოვაში ევაკუაცია დაიწყო
რუსეთსა და საქართველოს საზღვარს შორის, ბუფერულ ზონაში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების მოლდოვაში ევაკუაციის პროცესი დაიწყო. საუბარია რუსეთის მიერ დეპორტირებულ 56 უკრაინელზე, რომელთა დიდი ნაწილი ყოფილი პატიმარია, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან გაიტაცა და თვეების განმავლობაში ე.წ. უცხოელთა ცენტრებში აცხოვრა. ისინი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დარიალის სასაზღვრო პუნქტთან, ბუფერულ ზონაში მდებარე სარდაფში ცხოვრობდნენ და მათ მოხალისეები ეხმარებოდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, 12 უკრაინის მოქალაქე უკვე მოლდოვაშია ევაკუირებული, დღეს კი კიდევ 14 უკრაინელის ევაკუაციაა დაგეგმილი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკრაინის საელჩო შემდგომ ევაკუაციაზე მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)