|
2016-03-19 12:11:49, 1173 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელში სპეც-ოპერაციის შედეგად პარიზის ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავეს
ბრიუსელში, მოლენბეკის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტებში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სალეჰ აბდესლამი ფეხში დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედია საშუალების ინფრომაციით ის, საავადმყოფოში გადაიყვანეს. აბდესლამი პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ ძებნაში იყო გამოცხადებული. ის ანტიტერორისტული სპეც-ოპერაციის ჩატარებისას დაიჭირეს, რომელიც ბელგიაში პარიზის ტერაქტის შემდეგ მიმდინარეობს. ცნობისთვის, სპეც-ოპერაცია მოლენბეკის რაიონში გამიზნულად მიმდინარეობს, რადგან გამოძიების ინფორმაციით ტერაქტის ორგანიზატორები და მონაწილეები სწორედ ამ რაიონიდან არიან. როგორც BBC იუწყება, აბდესლამის გარდა, კიდევ ერთი პირია დაკავებული, თუმცა მისი ვინაობა ჯერ არ სახელდება. მესამე ტერორისტი სპეც-ოპერაციის ჩატარების დროს, სროლის შედეგად გარდაიცვალა. ცნობისთვის, მოლენბეკის რაიონში ანტიტერორისტული ოპერაცია პარასკევს დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამჟამად ბრიუსელში იმყოფება. BBC თანახმად, ბევრი დამკვირვებელი ფიქრობს, რომ სალაჰ აბდესლამის დაკავება ტერორიზმთან საერთაშორისო ბრძოლის თვალსაზრისით, უდიდესი მოვლენაა. ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტერორისტად მიაჩნდათ. აბდესლამი ბოლო ცოცხალი მონაწილეა, ვინც 2015 წლის ნოემბერში პარიზის ტერაქტების ორგანიზატორი იყო.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)