|
2025-06-24 11:49:57, 512 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის ამ ხალხმა
პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის ამ ხალხმა - როცა პოლიტიკოსი გაკოტრებული ხარ, მერე ყველაფერს აბრალებ დედამიწაზე შენს წარუმატებლობას - ეს გამოგონილი ბრალდება დაახლოებით იგივეა, პატარძალი რომ იძახის, ეზო ვერ დავგავე, მრუდეაო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიტიკოსები იმიტომ არიან დაკავებულები, რომ მათ სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს და „აქ პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია". „როდესაც პიროვნება, მიუხედავად იმისა არის თუ არა პოლიტიკოსი, ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ის პასუხს აგებს. მამუკა ხაზარაძის და დანარჩენების ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არსებობს. თან ეს მათ საჯაროდ აქვთ აღიარებული, რომ ისინი არ გამოცხადდნენ კომისიაზე და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სასჯელს. სად არის აქ პოლიტიკური დევნა?! პოლიტიკური დევნის განმარტებაც არ იცის ამ ხალხმა. როცა გაკოტრებული ხარ პოლიტიკოსი, მერე ყველაფერს აბრალებ დედამიწაზე შენს წარუმატებლობას. პოლიტიკური დევნა ნიშნავს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო რომ დაიჭერენ ადამიანს. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის ეს ხალხი დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის, რომ ჩაიდინეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული. ეს გამოგონილი ბრალდება დაახლოებით იგივეა პატარძალი რომ იძახის, ეზო ვერ დავგავე, მრუდეაო. პოლიტიკაში წარუმატებელი როცა ხარ, მერე უკვე მიედ-მოედები და ხან უცხოელებს აბრალებ, ხან ადგილობრივს და ა.შ. დანაშაული შედგა, ნიშნები იყო, სასჯელი მიესაჯა, რაც, სხვათა შორის, მაქსიმალური არ იყო. შესაბამისად, აქ პოლიტიკური დევნა არაფერ შუაშია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დღეს განაჩენი გიორგი ვაშაძის საქმეზე გამოცხადდება. გუშინ, განაჩენი გამოცხადდა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის - ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე. სამივე მათგანს 7 და 8-8 თვით პატიმრობა მიესაჯა და მათ 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)