|
2025-06-23 20:02:52, 708 ნახვა
პოლიტიკა
კაია კალასი - იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ მოსამართლეებისთვის, რომლებიც რეპრესიულ ღონისძიებებს ახორციელებენ
ჩვენი მიზანია ის კონკრეტული ადამიანები დავსაჯოთ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ, - ასე უპასუხა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებასთან და შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვას. მისი თქმით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები უკიდურესად მკაცრია და არც კი იცის, „რა არის შესაფერისი სიტყვა“. კალასის განცხადებით, სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, შესაბამიად, განიხილეს სანქციების დაწესების საკითხი იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებენ. კალასმა განაცხადა, რომ სანქიცებთან დაკავშირებით ამჟამად შეთანხმებას ვერ მიაღიწეს, თუმცა საკითხს ივლისში დაუბრუნდებიან. „დღეს ეს საკითხიც განვიხილეთ. ვგულისხმობ სანქციებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ ქმედებებს სჩადის და ასევე, თუ დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილ სასჯელებს დავაკვირდებით ცხადია, რომ ისინი უკიდურესად მკაცრია, არც კი ვიცი რა არის შესაფერისი სიტყვა, მაგრამ ისინი ამ ქმედებების პროპორციული არ არის. ეს კი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ამ რეპრესიული მანქანის ნაწილია, ამიტომ ასევე იყო განხილვა სანქციების დაწესების შესახებ იმ მოსამართლეებისთვის, რომლებიც ამ ღონისძიებებს ახორციელებენ. ასე რომ, ჩვენ დღეს განვიხილეთ ეს საკითხი და ამას ივლისში დავუბრუნდებით. ამჟამად შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლოა მომავალში ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ. ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის ან საქართველოს დასჯა. ჩვენი მიზანია ის ადამიანები დავსაჯოთ, კონკრეტული ადამიანები, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს არღვევენ“, - განაცხადა კაია კალასმა.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)