15:11 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 17:30:10, 604 ნახვა

პოლიტიკა
ISFED - ანტიკორუფციული ბიურო ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას ითხოვს

ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო „სამართლიანი არჩევნებისგანაც” ითხოვს, - აღნიშნულ განცხადებას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” ავრცელებს.

როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს და „სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად.

„დღეს ანტიკორუფციულმა ბიურომ „სამართლიან არჩევნებს“ ჩააბარა სასამართლოს ბრძანება ამ უწყების შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ, რომლითაც მოთხოვნილია 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით ორგანიზაციაში დაცული ფაქტობრივად სრული ინფორმაცია, მათ შორის ორგანიზაციის ბენეფიციარებისა და პარტნიორების კანონით დაცული პერსონალური მონაცემები. მსგავსი შინაარსის წერილები გასულ კვირას სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც მიიღეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ და მის მიერ სრული კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო უწყებები აგრძელებენ ბოლო პერიოდში მიღებული ანტიკონსტიტუციური და არადემოკრატიული კანონების გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა სამართლებრივი დასაბუთების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ბიურო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“, ,,გრანტების შესახებ“ და „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონების საფუძველზე ითხოვს ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას, თუმცა სათანადოდ არ განმარტავს, რა საჭიროებას წარმოადგენს ამ ინფორმაციის მიღება. სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციიდან გამოთხოვილი მონაცემები ათასობით ბენეფიციართან დაკავშირებით, ისევე, როგორც საადვოკატო საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, პროფესიულ საიდუმლოებას წარმოადგენს და მისი გაუმჟღავნებლობა დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.

„სამართლიანი არჩევნები“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს ორგანიზაციისა და ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics