15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 14:52:37, 769 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს

ბიძინამ შექმნა „ფულის ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა „ფულიანებს დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა“.

„ბიძინამ შექმნა „ამოღების ბიურო“ და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს. შერჩევისას აუცილებელი მოთხოვნა იყო „მოქოცო“, „მოქუჩურო“ ტიპი, რომელსაც არ „გაუტყდება“ სუს-თან თანამშრომლობა. შესაბამისად, შეირჩა კონკრეტული ბანდფორმირებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიძინასთვის ფულის ამოღებაში. ხალხის ხარჯზე, ბიძინას პირობებში კორუფციით მოპარული თანხების ამოღებაზეა საუბარი, ივანიშვილის სასარგებლოდ. რომეო მიქაუტაძეს მოსთხოვეს 250 მილიონი - უარის შემდეგ საჩვენებლად დააკავეს. თორნიკე რიჟვაძეს მოსთხოვეს 300 მილიონი, რაზეც უარი განაცხადა. რამდენიმე დღეში ის და მისი კლანიც თანამდებობებიდან დახსნეს. ამის შემდეგ, რიჟვაძემ ამ ფულის „გრაფიკით“ გადახდა გადაწყვიტა, შესაბამისად, ჯერჯერობით თავისუფალია. გრიგოლ ლილუაშვილს მოსთხოვეს 100 მილიონი, რადგან ყოველთვიურად ისედაც მიჰქონდა წილი - ნაძარცვიდან. შესაბამისად, დიდი ნაწილი მიტანილი აქვს და ახლა სთხოვენ „ჯარიმას“, რადგან ბიძინას ზურგს უკან მაინც იპარავდა. შესაბამისად, 100 მილიონით „დაჯარიმდა“ ამოღების ბიუროს მიერ. არ მიტანის შემთხვევაში - ემუქრება რომეოს ამბავი. ასევე, ივანიშვილმა „ფულიანებს“ დააწია ახალი კანონი და ახლა უკვე ყველას ფული მისი ფული გახდა. ვერ გაიგეთ რას ვამბობ?! აი, რომ „გაგაკულაკებენ“, თქვენი რომ გგონიათ, კანონის სახელით რომ გაგძარცვავთ ბიძინა, შემდეგ გაგახსენდებით“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics