|
2025-06-23 14:05:54, 918 ნახვა
ეკონომიკა
,,ბიზნეს დიალოგი 2025"- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ლიბერთი „ბიზნეს დიალოგის" ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბანკის პარტნიორები, „აწარმოე საქართველოში" და „სოფლის განვითარების სააგენტოს" წარმომადგენლები. ლიბერთის ინიციატივა - „ბიზნეს დიალოგი" უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და წარმოადგენს ადგილობრივ ბიზნესებთან შეხვედრების სერიას საქართველოს ყველა კუთხეში. ასეთი შეხვედრების მიზანია, უშუალო კავშირი ლიბერთის არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი კარგი პლატფორმაა იმ მიზნით, რომ რეგიონში დასაქმებულმა მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და აგრო და ბიზნეს კომპანიების ფინანსური საჭიროებების შესახებ იმსჯელონ ბანკის წარმომადგენლებთან. სამეგრელოს რეგიონში გამართული ბიზნეს დიალოგის მონაწილეები გაეცნენ ლიბერთი ბანკის შესაძლებლობებს და ასევე მომავალში დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც პარტნიორებთან ერთად განხორციელდება. „ლიბერთი აგრძელებს შეხვედრებს ადგილობრივ ბიზნესებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. 'ბიზნეს დიალოგის' ფორმატი წარმოადგენს ძლიერ პლატფორმას, რომელიც ლიბერთის საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს რეგიონში მოქმედ მეწარმეებს, ღრმად გაეცნოს მათ საჭიროებებს და რეალური მხარდაჭერა გაუწიოს მათ განვითარებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარება, საერთო გამოწვევების მიხედვით ინოვაციური პროგრამების განვითარება. მსგავსი ტიპის რეგიონალური შეხვედრები ხელს უწყობს იდეების გაცვლას, ახალი საბანკო პროდუქტების შექმნას და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ,,ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით სისტემური პროგრამებისა და პირდაპირი გადახდების პროექტების განხორციელების პროცესში. საქართველოს რეგიონებში ლიბერთი ბანკის მიერ ორგანიზებული შეხვედრები, კარგი პლატფორმაა დიალოგისთვის აგრობიზნესში სახელმწიფო ხელშეწყობაზე, იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, რომელიც ფერმერებსა და აგრობიზნესში ჩართულ პირებს დაეხმარება საკუთარი საქმიანობის განვითარებაში - თორნიკე კაპანაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 5.4 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
მეუფე ზენონი: ეკლესიის პასუხისმგებლობაა, შეახსენოს ყველას, ძალაუფლება არ დგას კანონზე მაღლა
„ისინი არასტაბილურ მდგომარეობაში არიან.“ ესტონეთმა რუსეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალი ჰააგაში განთავსდება
ივანიშვილის რეჟიმმა, 8 თვის ორსული უკრაინელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)