07:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 13:58:13, 641 ნახვა

პოლიტიკა
მარგუს ცაჰკნა - ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით: უნდა გავზარდოთ სანქციები

ესტონეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს საქართველოს რეჟიმთან დაკავშირებით, უნდა გავზარდოთ სანქციები, უნდა დავაწესოთ მეტი პერსონალური სანქცია ევროკავშირის დონეზეც, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს პროცესი საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.

„უნდა დავიწყოთ პროცესი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. ეს იყო ასევე ესტონეთის შეთავაზება. ჩვენ შევთავაზეთ ეს საკითხი, რადგან საქართველოში ამჟამად არსებული რეჟიმი არ მიჰყვება ქართველი ხალხის ნებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მისცა ეს შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზის გამო, მაგრამ ახლა რეჟიმმა სრულიად შეიცვალა გზა და რუსეთისკენ წავიდა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს“, - აღნიშნა ცაჰკნამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics