|
2025-06-23 11:52:09, 400 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით
მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ის ფაქტი, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ყველა ერთად უნდა დადგეს და დასრულდეს კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე. „მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა. ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით. ველოდებით სხვადასხვა განაჩენს, არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს. მინდა მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, არის პრინციპულობა და ერთად დგომა. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ვუსურვებ არ მოუწიოთ ციხეზე გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მთავარია ყველა ერთად დავდგეთ. დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს არ არსებობს, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა“,-აღნიშნა ხოშტარიამ. ინფორმაციისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)