10:58 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 16:56:32, 1416 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს

უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების ნაცვლად 20 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადმოგვცეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვითხრეს, რომ ეს ცხედრები მხოლოდ უკრაინელებსა და მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნოდა. მაგრამ ეს ტყუილია. ამ ცხედრებს რუსული პასპორტებიც კი აქვთ. მათ იმის შემოწმებას კი არ შეუძლიათ, თუ ვის აგზავნიან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ჯარისკაცისა და ჩვენი გმირების ცხედრების დაბრუნება გვსურს. მაგრამ, რაოდენობის გამო რუსების დაბრუნება არ გვინდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „სუმის ოლქში არსებული ვითარება რუსებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს“.

„მათ სუმისა და ხარკოვის ოლქებში წარმატების „გაყიდვა“ სურთ. რადგან თუ შესაბამის წარმატებას ვერ აჩვენებენ, პრეზიდენტი ტრამპი სანქციებით მათზე ზეწოლას მოახდენს. მიმდინარე კვირაში ისინი სუმის მიმართულებით 200 მეტრით წინ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ 200-400 მეტრით უკან დახევა ვაიძულეთ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics