|
2025-06-21 16:03:51, 1106 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულ სამოქალაქო აქტივისტის, ნინო დათაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სახელმწიფო ბრალდება დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახეობის, პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც პროკურორი შუამდგომლობაში განმარტავს, ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატის თქმით, შესაბამისი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, არ არსებობს. ამასთან, უფლებადამცველის თქმით, ყველა საფრთხეს თავისი სტანდარტი აქვს და თითოეულ მოთხოვნას მყარი მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. სხდომას ესწრება ბრალდებული დათაშვილიც. მან მოსამართლე ეკა ბარბაქაძის კითხვაზე დაკავებისას მის მიმართ უფლებების დარღვევას ხომ არ ჰქონდა ადგილი, ვრცელი პასუხი გასცა. როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მისი დაკავება უკანონოდ, გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინისას მოხდა, დამკავებელ პოლიციელებს კი ფორმა არ ეცვათ, ის მანქანაში მოტყუებით ჩასვეს, ტელეფონი წაართვეს და შვილთან არ დაარეკინეს. „მომადგა ფსიქოლოგიური ტრავმა, რადგან ვერ ვუკავშირდებოდი შვილს, რომელსაც არ ჰქონდა გასაღები“, - განაცხადა დათაშვილმა. აღნიშნულის საპასუხოდ პროკურორმა განაცხადა, რომ შესაძლო უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამის შესახებ მისთვის ნინო დათაშვილს არ განუცხადებია, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა განმარტა, რომ ბრალდებული საერთოდ გამოკითხული არ ჰყავთ და საქმეში მხოლოდ მანდატურების ჩვენებებია. ამასთან, საქმის პროკურორმა განმარტა, რომ დაკავებიდან 3 საათის ვადაში უნდა მოხდეს დაკავებულის ოჯახის წევრებისთვის შეტყობინება, რაც დათაშვილის შემთხვევაში დაცული იყო. ნინო დათაშვილი 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება
სამებაში ოჯახის სიწმინდეს რეჟიმის წარმომადგენლები აღნიშნავენ
ცოტნე ივანიშვილი -ქართული საზოგადოება მტკიცედ დგას, ქართული სამშობლოს სუვერენიტეტს
კაცი მარკეტში შეიჭრა, მოლარე სცემა და მაღაზია გაქურდა, იგი პოლიციამ დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)