15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-21 15:11:51, 973 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“

რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ახლა ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მეტყველებს და ეს მოცემულობა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ.

„რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული კობახიძეს ახლა ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ივანიშვილის პარტია არ არის არავითარი მონოლითი, უამრავი კლანური დაპირისპირებაა სახეზე, რაც ჩვენი აზრით, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ცნობისთის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics