|
2025-06-19 17:23:45, 903 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები - ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას, - ამის შესახებ ქართული არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები სოლიდარობას უცხადებენ კოლეგებს, რომლებსაც ანტიკორუფციულმა ბიურომ „ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის“ მოთხოვნით მიმართა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს, არც ლეგიტიმურ ინტერესს და პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს წარმოადგენს. მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „არ ცხოვრობენ და არ იცხოვრებენ რუსული წესებით“. „ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს — „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“, „საფარს“, „მომავლის აკადემიას“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ — რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით. ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე — მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე — პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა. ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად — ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს — არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას. ჩვენ ვიბრძვით ერთად — ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის. ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან: „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF); „გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია - ეკო სამოქალაქო აქტივობის ცენტრი“; „ლაკმუსი“; პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“; NEOGENI RICDOG - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” „წერტილი“; „თბილისი პრაიდი“; „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“; „კანონის უზენაესობის ცენტრი“; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“ (EGI); „ევროპის ფონდი“; EECMD; „სამოქალაქო იდეა“; „წვანე ალტერნატივა“; „პრევენცია პროგრესისთვის“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „დემოკრატიის მცველები“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ –GCRT; „პროაქტივ ჯგუფი“; „საქართველო შშმ ქალთა ალიანსი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“; Neo Tv და ქართული მედია ჯგუფი (GMG); პლატფორმა “სალამ”; „საქართველოს ევროპული ორბიტა“; „სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „დემოკრატიის ინსტიტუტი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI); პლატფორმა ,,სოციალურად დაუცველთა გვერდით"; „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“; „მედიაომბუდსმენი“ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“; „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“; „ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი“; „ყვარლის ევროკლუბი“; სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“; „ოპიოდოკი“.
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)