15:59 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 16:24:28, 891 ნახვა

პოლიტიკა
ირანის ელჩი - იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს

იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა ისრაელ-ირანის დაპირისპირების გაფართოების და ესკალაციის საფრთხე.

ელჩის თქმით, ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ქვეყნის არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობას ნებისმიერ აგრესიისგან დაიცავენ.

„ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს კონფლიქტი. იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა. ირანი არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენს არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს ქვეყანა ნებისმიერ აგრესიისგან დაიცვას. ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მოსახლეობას მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მოსახლეობაში შეინიშნება ერთსულოვნება. ისინი ერთმანეთის გვერდში დგანან.

რაც შეეხება კადრებს, რომლებიც გავრცელდა, თუ როგორ ტოვებს მოსახლეობა თეირანს, ირანში ასეთი ჩვეულებაა, როდესაც დასვენების დღეებია, მოსახლეობის ნაწილი ქალაქგარეთ გადის. 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თეირანში და თუ აქვთ საშუალება, ყოველთვის ცდილობენ დედაქალაქიდან გასვლას. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეირანიდან გასვლა ნაკარნახევი იყო თვითონ ხელისუფლების მოწოდებით, რათა უკეთ შეძლოს მათი დაცვა ნებისმიერ აგრესიისგან.“- განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში
კალაძეს არ მოსწონს სიუჟეტი მასზე ამიტომ ცენზურის დაწესებას მხარს უჭერს
კობახიძე დიუშენის მედიკამენტებზე - საუბარია დაახლოებით 50 მილიონზე ყოველწლიურად
გვარამია - კობახიძემ, ერთი შეხედვით, სიგიჟე გააკეთა: ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ლიდერებს. ცხადია, რომ სიგიჟეა, მაგრამ არა ტყუილად ჰაერში გასროლილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics