|
2025-06-19 15:08:43, 938 ნახვა
მსოფლიო
არგენტინაში გამოავლინეს რუსეთის ჯაშუშური ქსელი, რომელსაც ლევ ანდრიაშვილი ხელმძვანელობდა
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, რომელიც კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მიზნით მუშაობდა. ინფორმაციას ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, პრეზიდენტის პრესსპიკერი, მანუელ ადორნი ავრცელებს. "სადაზვერვო სამსახურმა არგენტინაში რუსეთის მოქალაქეების ჯგუფი გამოავლინა, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე საეჭვო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ არგენტინის მოქალაქეებთან". - თქვა ადორნიმ. მისი თქმით, ჯაშუშური ქსელის მიზნებში შედიოდა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება სოციალურ ქსელებში, ზემოქმედება ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ფოკუს-ჯგუფების ჩატარება და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც "შესაძლოა გამოიყენონ რუსეთის ინტერესებისთვის". არგენტინის ხელისუფლების ცნობით, ქსელს სახელწოდებით La Compania რუსეთის მოქალაქეები, ლევ ანდრიაშვილი და მისი ცოლი, ირინა იაკოვენკო მართავდნენ, რომლებიც არგენტინის რეზიდენტები არიან. მათივე თქმით, ისინი დაკავშირებულები არიან როგორც რუსეთის მთავრობასთან, ასევე კრემლის ცნობილ პროექტთან სახელწოდებით Лахта. მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტი აცხადებდა, რომ პროექტ Лахта-ს ფარგლებში ხდებოდა აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებზე გავლენის მცდელობა. პროექტ Лахта-ს, რომელიც უფრო მეტად ე.წ. ტროლების ფაბრიკის სახელით არის ცნობილი, წლების განმავლობაში კსკ ვაგნერის დამფუძნებელი, ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)